მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს - საქართველოში არ ვაპირებ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო.
ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
„ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი. მადლობა პრეზიდენტს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს.
„ლევან ხაბეს. გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან. გეხვევი“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.