მიხეილ სააკაშვილი - ლაგამი უნდა ამოვდოთ ბანკების ზემოგებას, მათი მოგებები შესამცირებელია, სულ მცირე, ათჯერ
სოციალური უსამართლობა რომ დავამთავროთ, ჩვენ მკვეთრად ლაგამი უნდა ამოვდოთ ბანკების ზემოგებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ბანკებმა დააკაბალეს მთელი საქართველო.
„ბანკების მოგებები შესამცირებელია, სულ მცირე, ათჯერ და ეს გააიაფებს კრედიტებს, აგვაცილებს თავიდან ამ ტრაგიკულ საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.