მიხეილ სააკაშვილი - ხვალიდან გავდივართ ქუჩებში და ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს
მიხეილ სააკაშვილი - ხვალიდან გავდივართ ქუჩებში და ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს

ხვალიდან გავდივართ ქუჩებში და ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარდამჭერებთან ერთად, პირველ რიგში, მოქმედებას იწყებენ საარჩევნო უბნებზე, ხოლო შემდეგ – ქუჩაში.

„ხვალინდელი დღიდან ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი მაინც იქნება. ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც საქართველოს დაეპატრონა. ხვალინდელი დღიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მთელი მასშტაბით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.