მიხეილ სააკაშვილი - ჯო ბაიდენი გამოვიდა და თქვა, ის, რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ბაიდენის მოწმედ გამოძახება არ გინდათ?
ჯო ბაიდენი 7 ნოემბრის შემდეგ გამოვიდა და თქვა, ის, რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ჯო ბაიდენის მოწმედ გამოძახება არ გინდათ? , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, 7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ.
„ჯო ბაიდენი, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი 7 ნოემბრის შემდეგ გამოვიდა და თქვა, ის, რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ?
ჯო ბაიდენმა აღწერა ზუსტად, რა მოხდა 7 ნოემბერს. სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა, არც ერთ სხვა სენატორს ასეთი ზუსტი შეფასება არ ჰქონდა მაშინ. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რათა ჩვენი ხალხი იყოს სიღარიბეში, სიღატაკეში და მაფიოზური კლანი მართავდეს მომავალში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ოპოზიციასაც მიმართა.
„მინდა, ვუთხრა ყველას ოპოზიციაში, მეგობრებო, გვერდზე დავდოთ ყველა ამბიციები, სააკაშვილი ნურავის ნუ გაკომპლექსებთ, რადგან თუ საჭიროა, ავორთქლდები და გავქრები, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველანი მობილიზებული უნდა ვიყოთ, ყველანი უნდა მივდიოდეთ ერთი მიმართულებით, თუ მართლა გვინდა ცვლილება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.