მიხეილ სააკაშვილი - გრიგოლ ვაშაძის პირველ განცხადებას სამართლიანი რეაქციები მოჰყვა, ვისაც თანამდებობა აქვს, ყველა ლიდერი არ არის
პირველად მის განცხადებას რა თქმა უნდა, მოჰყვა სრულიად სამართლიანად რეაქციები. შემდეგ მაშინვე განმარტა და რაც განმარტა, იმას დავეთანხმები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ლიდერია ის, ვინც წინა ხაზზე იბრძვის, მათ შორის ისინიც, ვინც შაბათს აქციაზე გავლენ.
„პირველად მის განცხადებას რა თქმა უნდა, მოჰყვა სრულიად სამართლიანად რეაქციები. შემდეგ მაშინვე განმარტა და რაც განმარტა, იმას დავეთანხმები. ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ყველა ლიდერი ის კი არ არის, ვისაც თანამდებობა აქვს, ლიდერი არის ის, ვინც წინა ხაზზე იბრძვის. ყველა ახალგაზრდა, ყველა პოლიტიკოსი, ვინც წინა ხაზზე იბრძვის, ვინც არ უშინდება, ახალ რაღაცას იგონებს. სახელებით და გვარებით კიარ ვოპერირებთ. თითოეული თქვენგანი, ვინც მიყურებს და ხვალ გავა ქუჩაში, ის იქნება ლიდერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით კი მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.