მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას - მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა 100 წლის მანძილზე
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას - მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა 100 წლის მანძილზე

არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე, – ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.

„გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდა „არაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე. “ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.