მიხეილ სააკაშვილი - გიგა ბოკერია, რომელიც არის ივანიშვილის მსხვერპლი, იმსახურებს სოლიდარობას ჩვენი მხრიდან
მიხეილ სააკაშვილი - გიგა ბოკერია, რომელიც არის ივანიშვილის მსხვერპლი, იმსახურებს სოლიდარობას ჩვენი მხრიდან

გიგა ბოკერია, რომელსაც საქმე აღუძრა ივანიშვილმა, იმსახურებს მთლიან სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„გიგა ბოკერიასთან გვაქვს პოლიტიკური განსხვავებები, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან გვიან მიხვდა ბევრ რაღაცას, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ყველა მსხვერპლი და მათ შორის გიგა, რომელიც არის მსხვერპლი ამ შემთხვევაში ივანიშვილის, რომელსაც შეეშინდა, რომ გიგა ბოკერია ივლიდა უცხოეთში და ილაპარაკებდა მასზე ცუდად და ა.შ, ჩამოართვა პასპორტი პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ხელები ეფხანება, რომ ისიც გაუყენოს ციხის გზას. გიგა ბოკერიას აქვს სრული მხარდაჭერა, სრული სოლიდარობა ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.