გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში, პირველი არხის ჟურნალისტს მას შემდეგ განუცხადა, რაც მხარდამჭერებმა მანქანიდან გადმოიყვანეს.
“არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არა საქართველოში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოახერხეს დაკავებული სააკაშვილის ავტომობილიდან გადმოყვანა და გათავისუფლება.
სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ.
„ მე ვიჯექი ავტომობილში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წევრებთან ერთად , მათ ისინი არ უყვართ. პოლიცილებს ისინი არ უყვართ , არმია ჩვენს მხარესაა. ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ , ჩვენ მილიონობით ვართ , ჩვენ ძლიერები ვართ”, – განაცხადა სააკაშვილმა
ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებასა და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნას გეგმავს.