მიხეილ სააკაშვილი - ერთი თეთრი არ წამიღია საქართველოდან, სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად
მიხეილ სააკაშვილი - ერთი თეთრი არ წამიღია საქართველოდან, სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად

ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“ და ახლა უკვე – კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი კლინიკის ექიმების დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ „ვივამედში“ უარი თქვეს მისი მთავარი დაავადების მკურნალობაზე.

„კლინიკა „ვივამედის“ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა, სწრაფად უარესდება და რომ, პრაქტიკულად, კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი. ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!

მინდა, მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა, და ყველა პუტინისტის აღსასრულს.

მინდა, მივმართო ოლიგარქის გოშიას, ერთი მილიონი კი არა, ერთი თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად.

სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.

ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“, ახლა უკვე – კლინიკა.

მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, – წერს სააკაშვილი.