მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორია ძალიან ხშირად ხდება
არ ვამბობ, რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები, ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორია ძალიან ხშირად ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. საქართველოს პოლიცია მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიცია იყო. საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე, გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, „გეგმაზომიერად მოხდა პოლიციის რეპუტაციის განადგურება“.
„არ ვამბობ, რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.