მიხეილ სააკაშვილი - დროულად თუ არ გავატარებთ ცვლილებებს, უკრაინა შეიძლება, დაიშალოს
დროულად თუ არ გავატარებთ ცვლილებებს, უკრაინა შეიძლება, დაიშალოს, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართვლოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის რეგიონებში არა მხოლოდ არაფერი შეიცვალა, არამედ სიტუაცია გაუარესდა.
„რა მოუტანა უკრაინამ ოდესელებს, მოუტანა მეტი სამართლიანობა? – არა. მოუტანა ეკონომიკური განვითარება? – არა. ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, რეგიონებში სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა. ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს. თუკი ჩვენ სწრაფად არ შევცვლით რაღაცებს, ქვეყანა შეიძლება, აღარ იყოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, საკმარისი დრო აღარ არის და ყველაფერი გუშინ და გუშინწინ უნდა გაკეთებულიყო.