მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპს არავინ უქია მსოფლიოში ისე, როგორც მე მაქებდა
დონალდ ტრამპთან მქონდა მრავალწლიანი პირადი, კარგი ურთიერთობა. მეძახდა მეგობარს, არავინ უქია მსოფლიოში ისე, როგორც მე მაქებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილმა დონალდ ტრამპს არაერთხელ უწოდა აფერისტი, ლანძღა, აგინა და მისი პროექტი შეაჩერა.
„მე ვიცი, დეკემბერში გააგზავნა მამუკა კობახიძე ვაშინგტონში. მამუკა კობახიძე, ირაკლი კობახიძე, რა მნიშვნელობა აქვს, ჩიჩილაკი გააგზავნა იქ. კობახიძემ წაუკითხა კონგრესს ივანიშვილის დაწერილი 15-გვერდიანი წერილი, რომ ვაშინგტონს მართავენ „ნაციონალები“. ამერიკელებმა უთხრეს, ახლა ამ 15-გვერდიან წერილს დავურიგებთ სხვადასხვა უწყებას და ერთ-ორ თვეში გაგცემთ პასუხსო. თქვენთვის ეს პასუხი არ იქნება ძალიან კარგიო, მაგრამ ეს არის, რაც არისო. ზუსტად ვიცი, ამერიკელებმა რაც უთხრეს – ჩვენ არც ვფიქრობდით ადრე სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაზეო. მიანიშნეს ივანიშვილს კარებისკენ და უთხრეს, რომ პასუხი იქნება მკაცრი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.