მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველგან ამბობდა, რომ მას იცნობდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, ახალგაზრდა მარკეტოგოლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
„ტრამპი ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, რომ ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გახდებოდა. ეს მას ჩემთვის არ უთქვამს, არამედ ამერიკულ არხებზე ისაუბრა. აი რეკლამაც. რატომ ჩამოვიდა ის? რატომ გვაქებდა? ჩამოდიოდა და საკუთარ სახლში მეპატიჟებოდა. ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და სურდა წარმატებასთან ასოცირებულიყო. ის ყველგან ამბობდა, სააკაშვილს ვიცნობ, რა მაგარია სააკაშვილი. მე ბათუმიდან ჩამოვედიო, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. რომ მათ საუკეთესო განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში სიტყვით გამოსვლის დროს.