მიხეილ სააკაშვილი - დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის
მიხეილ სააკაშვილი - დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის

ახლა დროის გაწელვა მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, რადგან უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ, პირველ რიგში, ქუჩაში აქტიურობას და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს.

„რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება, ყველას სათითაოდ არ მიადგება? არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.

ახლა ყოველი საათი ძვირფასია! ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!

P.S. დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.