მიხეილ სააკაშვილი - დიდი ხანია არსად მიფრენია, რადგან პასპორტი არ მაქვს
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი ხანია არსად უფრენია, რადგან პასპორტი არ აქვს.
ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, მცირე მეწარმეებთან და აქტივისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თუმცა, სააკაშვილის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები ოცნებობენ, რომ გაფრინდეს ერთი მიმართულებით.
„მართალია, დიდი ხანია არ მიფრენია, რადგან პასპორტი არ მაქვს, მაგრამ ვოცნებობ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებით“ სადმე გაფრინდე და ვიცი, რომ ჩემი მოწინააღმდეგეებიც ოცნებობენ, გავფრინდე ერთი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი ელიტური კორუფცია ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთ მაგალითად მან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ მოიყვანა, რომელსაც სააკაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ავიწროებს, რადგან ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანი და კონკურენტული გახდა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობიდან გადააყენა „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ხელმძღვანელი, ავიაკომპანია გაიზარდა და გაცილებით უკეთესად დაიწყო მუშაობა.
„ადრე ქართველების 90% სტამბოლის გავლით დაფრინავდა, ახლა დაბალი ფასების წყალობით ეს ტრაფიკი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ აითვისა. აი, რას ნიშნავს კონკურენცია. მაგრამ ამის გამო, „პრივატბანკის“ ვალის საფუძველზე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის“ თვითმფრინავების წართმევა დაიწყეს. კომპანიისთვის აქტივების ჩამორთმევის უამრავი საშუალებაა, მაგრამ ჩამოართვა თვითმფრინავ მოქმედ ავიაკომპანიას, რომელიც სწრაფად ვითარდება, ნამდვილი მავნებლობაა პირადი შურისძიებისთვის“, – აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას.