მიხეილ სააკაშვილი დახმარებისთვის ანგელა მერკელს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი დახმარებისთვის ანგელა მერკელს მიმართავს

პოლონეთში გაძევებული მიხეილ სააკაშვილი დახმარებისთვის გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართავს.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გერმანულ გამოცემა  Bild-თან საუბრისას განაცხადა, ნიღბიანები დაესხნენ თავს, ემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით გადაიყვანეს პოლონეთში.

„ეს ყველაფერი პოროშენკოს კორუმპირებულმა რეჟიმმა მოაწყო”,  – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირი და კონკრეტულად გერმანიის კანცლერი მერკელი არაფერს მოიმოქმედებს, უკრაინას კოლაფსი ელის.

„პოროშენკოს ჩემი მოშორება სურს, რადგან მე კორუფციას ვამხელ”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით,  უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.