მიხეილ სააკაშვილი - ცხრა წელთან შედარებით, როცა ვიყავით ხელისუფლებაში, ყველაფერი შეიცვლება, ერთი რამის გარდა, მაშინაც ვემსახურებოდით ხალხს და ახლაც ვიქნებით ხალხისთვის
ცხრა წელთან შედარებით, როცა ვიყავით ხელისუფლებაში, ყველაფერი შეიცვლება, ერთი რამის გარდა, მაშინაც ვიყავით ხალხისთვის, ვემსახურებოდით ხალხს და ახლაც ვიქნებით ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალზე ორიენტირებული პარტიაა.
„მინდა, მივესალმო იმას, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ლაპარაკობს. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ნომერი არის 5 ნომერი, მიხეილ სააკაშვილის პარტია არის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მიხარია, რომ შევასრულეთ ჩვენი მთავარი დაპირება. ჩვენი სიის ორი მესამედი არის ხალხი, რომელიც არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. წარსული დარჩა წარსულში, ჩვენ ვიხედებით მომავლისკენ. ჩვენ ვართ ძლიერად, მომავალზე ორიენტირებული პარტია. ახლა, როგორც არასდროს, არის საჭირო მობილიზება. ყველა ემიგრანტი, ვინც ვერ აძლევს ხმას უცხოეთში, უნდა ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა. ჩვენ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით პირველი ადგილის ასაღებად და ვემზადებით თანამშრომლობისთვის ყველა პატრიოტ ძალასთან. იმ ცხრა წელთან შედარებით, როცა ჩვენ ვიყავით, ყველაფერი შეიცვლება, ერთი რამის გარდა, მაშინაც ვიყავით ხალხისთვის, ვემსახურებოდით ხალხს და ახლაც ვიქნებით ხალხისთვის და მოვემსახურებით ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მათი პოლიტიკა მშვიდობისა და ღირსების პოლიტიკაა.
„ჩემი პოლიტიკა არის მშვიდობისა და ღირსების პოლიტიკა, მათი პოლიტიკა არის ომის, უბედურებისა და ნგრევის პოლიტიკა. ისინი თუ დარჩნენ, აუცილებლად შემოიტანენ ომს, ტერორს“, – განაცხადა სააკაშვილმა.