მიხეილ სააკაშვილი - ცხრა წელი პრეზიდენტი ვიყავი და არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, სეიშელის კუნძულებზე დამესვენა
მიხეილ სააკაშვილი - ცხრა წელი პრეზიდენტი ვიყავი და არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, სეიშელის კუნძულებზე დამესვენა

მიხეილ სააკაშვილის “ახალი ძალების მოძრაობა” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს აქციას გამართავს.

„პრეზიდენტი ცხრა წლის განმავლობაში ვიყავი და არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, სეიშელის კუნძულებზე დამესვენა. საკუთარ თავს საშუალო კლასად მივიჩნევ“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, დღეს კიევში „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენებას გააპროტესტებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელების სახლებში ჩხრეკა ტარდება.

როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებასთან საქმე ექნებათ არა სასამართლოში, არამედ ხალხის ნების გამოხატვის გზით.