მიხეილ სააკაშვილი - ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან, ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი
მიხეილ სააკაშვილი - ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან, ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი

ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან, ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.

ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.