მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს ყველა პოლიციელის პირადი ტელეფონი, უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, გავუკეთოთ წარწერები - აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე
მინდა, მივმართო ქართულ პოლიციას და მინდა, მივმართო ხალხს პოლიციასთან მიმართებაში – უნდა დავღალოთ, უნდა გამოვფიტოთ, უნდა გავთანგოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივს დროს განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ყველას აქვს იმ პოლიციელების ტელეფონის ნომრები, რომლებიც გუშინ ცესკო-სთან იდგნენ და მათ უნდა უთხრან, რომ საქართველოს მტრის მხარეს არ დადგნენ.
„ღია ტექსტით გელაპარაკებით. მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე კონცენტრაცია, გუშინ რაც მოხდა ცესკო-სთან სწორი იყო, რომ ლიდერებმა თავი აარიდეს ცესკო-სთან შეტაკებას. იქ იყო შეყრილი 800-900 ჩაფხუტიანი კოსმონავტი პატარა ტერიტორიაზე და ეს არის მათი ძირითადი ძალა. მათ ეშინოდათ, როგორც სერბეთში გააკეთა თავის დროზე ხალხმა, ხალხი მივიდოდა, გამოიტანდა ამ გაყალბებულ ბიულეტენებს და გადაყრიდა, მილოშევიჩი თავის დროზე ასე დაამარცხეს. ეტყობა ივანიშვილს ეს ვიღაცამ მოუყვა და ამიტომ გაამაგრა ცესკო. ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავუხსნათ მათ ბევრი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები საქართველოს მტერს.
პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ყველას იცნობს, ჩვენ ყველა პოლიციელთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, ან თქვენ ხართ საქართველოს მხარეს, ან თქვენ ხართ საქართველოს მტრის მხარეს. ივანიშვილი ალბათ მოასწრებს გაქუსვლას და თქვენ უნდა იცხოვროთ საქართველოში. გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჩაიდინოთ, არავის ციხეში გაშვების სურვილი არ გვექნება, ნორმალური მთავრობის პირობებში, თქვენ შეგრცხვებათ, თქვენი შვილები და შვილიშვილები შერცხვებიან, რადგან თქვენ ართმევდით სხვის შვილებს, შვილიშვილებს და საკუთარსაც მომავალს. რაღაც გროშების ხარჯზე, რომელსაც გიგდებთან ივანიშვილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.