მიხეილ სააკაშვილი - ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს
დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით, ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსვლა, საქართველოს ხელისუფლება იქცევა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ეხებოდეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ. დაუყოვნებლივ დღესვე, ხვალ დილიდანვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით. ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ. ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს ვიდრე არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და ვიდრე არ მომხდარა მასობრივი გავრცელება რისი დიდი საფრთხეც არსებობს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.