მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში
ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან, ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.