მიხეილ სააკაშვილი - ჩემს მისიას ვხედავ, რომ დავეხმარო რუსეთისგან გათავისუფლებაში ქართველ ხალხს, ამის შემდეგ თუ შემეძლება, დავბრუნდე ჩემს სახლში, უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის ქვეყნის აღორძინებაში
ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს, არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის სწორ მხარეს. ყველას, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს, განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, „არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი“.
„ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის. მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ, თუ შემეძლება, დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში“, – წერს სააკაშვილი.