მიხეილ სააკაშვილი - ჩემი შვილი ამბობს, რომ ბევრი ხალხი თუ მოვიდა, არჩევნების გაყალბება არის შეუძლებელი, ტექნოლოგიები კარგად იცის და მას ვენდობი
ჩემი შვილი, ედუარდი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ამბობს, რომ ძალიან ბევრი ხალხი თუ მოვიდა, ამ არჩევნების გაყალბება არის შეუძლებელი. ეს ტექნოლოგიები კარგად იცის და მას ვენდობი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე.
„უნდა მივიდეთ ძალიან ბევრი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ყველაფერს შეეცდებიან. ბევრი ხალხის მისვლის პირობებში, არჩევნებს ვერ გააყალბებენ, მაგრამ ამაზე თუ წავიდნენ, მაშინ ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი წყდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.