მიხეილ სააკაშვილი - ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, მე რა ვიცი რა მოხდა, ვალერი გელაშვილი ბანდიტი იყო
ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია სრულიად უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მოვიგებ სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მათ შორის მან დაასახელა ვალერი გელაშვილის საქმე და მას შეკერილი უწოდა.
„ეს არის სრულიად უკანონო, ყველა წესების დარღვევით აღძრული საქმეები. მინდა, შეგახსენოთ, გაურკვეველ ცემაზე მაშინდელი დეპუტატის, გელაშვილის, რომელთანაც საერთოდ არაფერი კავშირი მაქვს, მეორე საქმე არის შეწყალებაზე, საერთოდ წარმოუდგენელია ამაზე ვინმეს გასამართლება, სტრასბურგის სასამართლო ამ ორ საქმეს დაჩქარებული წესით იხილავს…
შეკერილი საქმეა, მე რა ვიცი, რა მოხდა, ვალერი გელაშვილი ბანდიტი იყო, რომელთაც ჰქონდათ ბანდიტური რაზბორკები, რა შუაშია სააკაშვილი, მითუმეტეს, შეწყალებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება საერთოდ მსოფლიო იურიდიულ ანალებში შევიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.