მიხეილ სააკაშვილი - არჩევნები მოგებულია, არანაირი დათმობა, მხოლოდ შეტევა
მიხეილ სააკაშვილი - არჩევნები მოგებულია, არანაირი დათმობა, მხოლოდ შეტევა

არჩევნები მოგებულია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არჩევნები მოგებულია! რაც არ უნდა მანიპულაცია გამოაგორონ, არანაირი დათმობა, არანაირი უკან დახევა, მხოლოდ შეტევა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი.