მიხეილ სააკაშვილი - აქციები გაფართოვდება, გახდება მრავალრიცხოვანი და 16-ში მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას
აქციები არა მხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მინიაქცია და მინიპროპაგანდა მოაწყონ.
„ყველაფერი გამოვა. ვინც მიყურებთ საქართველოში, ვინც საზღვარგარეთ ხართ, ემიგრანტები და იქ ყველგან მოვიგეთ – ყველა ვურეკავთ ახლობლებს, ნათესავებს, ყველამ მოაწყოს თავის მინიაქცია, მინიპროპაგანდა და ჩვენ 16-ში შევცვლით ყველაფერს. 16 არის ძალიან დიდი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თუ კარგად ვიმუშავებთ და ყველანი ვიმუშავებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.