მიხეილ სააკაშვილი - ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით
ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით,- ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.
„ვინ ურჩევს უკრაინის მომავალ პრეზიდენტს, დამიბრუნოს მე მოქალაქეობა? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ხმამაღლა მოსთხოვა პოროშენკოს ჩემი უკრაინიდან გაძევება? (რაც გააკეთა კიდეც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ). მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ მოსთხოვეთ პოროშენკოს არ მოვეწვიე 2014 წლის ინაუგურაციაზე. ახლა პოროშენკოს წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკის სთხოვენ, არა მხოლოდ არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, არამედ კატეგორიულ პირობას უყენებენ, რომ არ შემიშვან უკრაინაში.
ასეთივე მოთხოვნა, რომ არ შევეშვი მე ქვეყანაში, წაუყენეთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებსაც და ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეს განიხილეთ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს, 2016 წელს.
ასე რომ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, საკმარისად გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ ამ მანევრების მიღმა დავინახო თქვენი პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები – მოითხოვოთ ოპონენტისგან, რომელმაც ასე ძლიერად გიპასუხათ რუსული პასპორტების ოკუპირებულ დონბასში დარიგებასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ ჩემი დაბრუნება, იმ იმედით, რომ მას ამის გაკეთება შეეშინდება. ახლა უკვე ეს თქვენი საქმე აღარ არის. უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, ადამიანის უფლებების აღდგენა მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს.