მიხეილ სააკაშვილი - მე აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ყველაზე წარმატებული რეფორმების ავტორი ვარ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა ტოტალური უსამართლობის ქვეყანაა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობით იყოს დაკავებული, უკრაინის მთავრობა, მისი დაკითხვა ყოველდღიურ ცხოვრებად აქციეს.
“ეს დამნაშავეების ტიპიური სტილია. მე აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ყველაზე წარმატებული რეფორმების ავტორი ვარ. უკრაინაში ვარ, რათა დავეხმარო უკრაინას და უკრიანელებს, მოიშორონ ხელისუფლებიდან ბანდიტები, გათავისუფლდნენ კორუფციისგან და გავაკეთო კარგი საქმეები. მინდა ვუთხრა ჩემს ძვირფას უკრაინელებს – უკრაინის ხელისუფლებამ ჩემგან მეტი სარგებელი ვერ ნახა, გარდა იმისა, რომ დაუსრულებელ დაკითხვებზე მატაროს. როდემდე უნდა ითმინოთ ასეთი დამოკიდებულება არა ჩემდამი, არამედ თქვენს მიმართ, თქვენ დაგცინიან“, – აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.