მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა
14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.