საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთთან მშვიდობის მომხრეა.
„დოიჩე ველე“ დაინტერესდა, როგორ აპირებს სააკაშვილი, შეასრულოს უკრაინის პრეზიდენტის დაპირება, დონბასში მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„მე რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობას სრულიად ვუჭერ მხარს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, ნიშნავს, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკის მომხრეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მართალია, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრეა, თუმცა ეს მშვიდობა განსხვავებული გზებით მიიღწევა, რაც ახლა მარტივი არ არის.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.