მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთში იქაურ ქოცებსა და ევროქოცებზე გაიმარჯვა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთში იქაურ ქოცებსა და ევროქოცებზე გაიმარჯვა

თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველა მინუს მიშა“, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, „საქართველოში აუცილებლად გათენდება“.

„P.S. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე, მალე საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.