მიხეილ სააკაშილი - ყვარელში ვაპირებთ სკოლის გახსნას, სადაც ახალგაზრდებს ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრებით
მიხეილ სააკაშილი - ყვარელში ვაპირებთ სკოლის გახსნას, სადაც ახალგაზრდებს ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრებით

ყვარელში ვაპირებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ვესაუბრებით ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს ახალგაზრდები იქნებიან მომავალი ხელისუფლების ბირთვი.

„ბორია თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციებს წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან ვამზადებ საფუძველს, დაჩქარებული წესით საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის, თქვენი იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა, სწორად მივდივართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.