მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი მმართველობის ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო საუკუნეების განმავლობაში მაინც, ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ეს არის წარმატებული ცხრა წელი თავისი დიდი მიღწევებით, წარმოუდგენელი მიღწევებითა და თავისი შეცდომებით, გადამეტებებით.
აბა როგორ გინდათ თქვენ, როდესაც რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ჰქმნი?! ამ ხელებით შევქმენით ის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. თითოეული თქვენგანის ღვაწლი, ვინც დარბაზში სხედხართ, არის წარმოუდგენლად დიდი საქართველოს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ბევრი უსამართლობა დაგვატყდა თავს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.