მიხეილ რამიშვილი - ყველა მტკიცებულებით ჩანს, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და ეს არის შეთითხნილი საქმე
მიხეილ რამიშვილი - ყველა მტკიცებულებით ჩანს, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და ეს არის შეთითხნილი საქმე

მე სიტყვიერად ვიმედოვნებ, თორემ დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, – ამის შესახებ განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის.

„ყველა მტკიცებულებით და მთლიანად საქმის მასალებით ჩანს, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და ეს არის შეთითხნილი საქმე. ანგარება სხვაგან უნდა მოიკითხო, რადგან მიზანმართული იყო, რომ მამა გიორგის მიმართ ასეთი სასწაული და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ბრალი წაეყენებინათ. სასამართლოს დარწმუნება არ სჭირდება. სასამართლო თუ დამოუკიდებელი იქნება, თუ მართლა ობიექტური იქნება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მამა გიორგი უნდა გაამართლოს. მე სიტყვიერად ვიმედოვნებ, თორემ დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი“, – განმარტა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას ისმენს. 31 იანვარს კი სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარე, დეკანოზის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს, პროკურატურა კი მკვლელობის მოტივის, შურისძიების ანგარებით შეცვლას ითხოვს.