მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე განათების სისტემა დამონტაჟდა – განახლებული არენის ვიდეოკადრებს ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონის განვითარებისთვის განათების სისტემა აუცილებელი იყო. მისი დამონტაჟება ოქტომბერში დაიწყო და მალე დასრულდა. განათების არარსებობის გამო, აქამდე, შეხვედრები შუადღეს იმართებოდა. ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, რომ შეხვედრები მაქსიმალურად ხშირად ჩატარდეს საღამოს, განათებულ სტადიონზე, როდესაც ტრიბუნებზე უკეთესი საფეხბურთო გარემოა.
რეაბილიტირებულ „მესხი 2“-ზე პირველი მატჩი ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ეგიდით ჩატარდება – 9 ნოემბერს ბოლნისის „სიონი“ „რუსთავს“ მიიღებს. 14-20 ნოემბერს 19-წლამდელთა -ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში გასვლას შეეცდება.