მიხეილ ჯანელიძე - ვცდილობ, მაქსიმალურად გახსნილი ვიყო და პარლამენტთან აქტიურად ვითანამშრომლო
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყოველთვის ცდილობს, გახსნილი იყოს და პარლამენტთან აქტიურად ითანამშრომლოს.
საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობაზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ მინისტრი პარლამენტში არ ცხადდება.
“თქვენი წერილი პარლამენტში ჩემს მოსვლას დეკემბერში გულისხმობდა. დეკემბერია და პარლამენტში ვარ. ვცდლობ, მაქსიმალურად გახსნილი ვიყო. რაც შეეხება უმცირესობის სხდომაზე მოსვლას, მინისტრი ყველა იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც აკისრია”,- მიმართა კანდელაკს ჯანელიძემ.