მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს აშშ-ი ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში განიხილავს
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში განიხილავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განხილულია ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აშშ-ი განგვიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში, საუბარია საქართველოზე და საქართველოსთან, რეგიონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ზოგადად საქართველო განხილულია ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. ეს არის შედეგი ჩვენი ძალიან ღრმა თანამშრომლობის აშშ-სთან, ჩვენი ძალიან ფართომასშტაბიანი პარტნიორობის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში და ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენს ძირითად პარტნიორთან, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან ერთად გავუმკლავდეთ იმ საფრთხეებს, რომელიც რეგიონშია. ასევე იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და შევძლოთ ჩვენი სამშვიდობო პროცესით კონფლიქტის დარეგულირების წარმართვა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა. 68-გვერდიან დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც აშშ-ის ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი, რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.