მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ წუთებში საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს ხვდება, რის შემდეგაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყება.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.