მიხეილ გორბაჩოვმა აშშ-სა და რუსეთს ბირთვული იარაღის შემცირების გაგრძელებისკენ მოუწოდა
მიხეილ გორბაჩოვმა აშშ-სა და რუსეთს ბირთვული იარაღის შემცირების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შემტევი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 30 წლისთავზე, მოსკოვსა და ვაშინგტონს მოუწოდა გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.
გორბაჩოვის თვალსაზრისით, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების და შეზღუდვის შესახებ (START III) ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც შემტევი იარაღის შემცირებას ითვალისწინებდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამავდროულად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ხელშეკრულებას კონკრეტული სახელი დარქმეოდა, მაგალითად – „შეთანხმება სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული იარაღის შემდგომი შემცირების შესახებ“.
გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ლიდერმა შეთანხმებაში სხვა ბირთვული ძალების ჩართვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში ჩინეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის მცირე რაოდენობით ფლობაზე შეთანხმდებიან.