მიხეილ დუნდუა - ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის
მიხეილ დუნდუა - ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის

ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი და ყოველივე ეს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა.

„ვხედავთ, ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი და ყოველივე ეს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეკონომიკური განვითარება ხორციელდება სწორად და მნიშვნელოვანია, რომ, დაბალი ინფლაციის ფონზე, ეკონომიკური ზრდის კარგი მაჩვენებელი, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ველოდებით ინფლაციის ტემპის შემცირებას და დაბალ დონეს წლის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, პროცესი მიდის ძალიან სწორი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.