მიხეილ დუნდუა - დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება
დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა იანვრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რომელიც თითქმის 6 პროცენტია, რაც ძალიან კარგია წლის დასაწყისისთვის.
„შეგახსენებთ, რომ შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5 პროცენტის დონეზე იყო, შარშანწინ 11 პროცენტზე დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განაგრძობს კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დემონსტრირებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება“, – განაცხადა დუნდუამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.