მიხეილ დაუშვილმა ანა წითლიძეს მიმართა - „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ
მიხეილ დაუშვილმა ანა წითლიძეს მიმართა - „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ

„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს მიმართა, რომ მათ გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობა“, რათა კონკრეტულ საკრებულოებში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები.

„ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო, შეიძლება მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს. დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ იმისთვის, რომ კონკრეტულ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები, ბოდიში, რომ პირდაპირ ეთერში ამას გეუბნებით. არაკეთილსინდისიერება რაშია, მე ვერ ვხედავ. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გამოვიყენეთ ჩვენი მოქალაქე, ეგ ტყუილია. დიახ, ჩვენ გამოვიყენეთ „ნაცმოძრაობა“, რათა ის საკრებულოები ხელში არ ჩაეგდო „ოცნებას“. ჩვენ „ნაცმოძრაობა“ ვაიძულეთ, ჩვენთვის მხარი დაეჭირა, ცუდ ენაზე რომ ვთქვათ, გამოვიყენეთ. გვაბრალებენ, რომ კოალიცია გაქვთ ჩვენთანო, ჩვენ არ გვაქვს, შეიძლება, მათ აქვთ. მე ვითხოვ, რომ მიშა სააკაშვილი, თუ გამოჯანმრთელდა, და როგორც ჩანს, გამოჯანმრთელდა, გადასარევად გამოიყურება, ნუ ამყოფებენ პრეფერენციულ მდგომარეობაში და დააბრუნონ იქ, სადაც იყო. შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ 2024 წელს – შეიძლება, ვარ პარლამენტის წევრი – რაც არ უნდა მოხდეს, „ნაცებთან “კოალიცია არ მექნება. შანსი არ არის. ჩვენ „ნაცმოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია არ გვექნება“, – განაცხადა დაუშვილმა.