მიხეილ დაუშვილი - ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას რომ ვიზიარებდე, ხელს ხომ მოვაწერდი, ჩვენი პოზიციაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა
მიხეილ დაუშვილი - ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას რომ ვიზიარებდე, ხელს ხომ მოვაწერდი, ჩვენი პოზიციაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა

ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას წერტილ-მძიმის დონეზე რომ ვიზიარებდე, ხელს ხომ მოვაწერდი, ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დაუშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას ის მაინც გააგებინოს, მიხეილ სააკაშვილის რეალური დიაგნოზი რა არის.

ამასთან, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ნახვა ადამიანურად ძალიან მძიმე იყო.

„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ხელისუფლების კისერზეა. ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას წერტილ-მძიმის დონეზე რომ ვიზიარებდე, ხელს ხომ მოვაწერდი? ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა. ამის იქით ვინ წერილს დაწერს, ვინ განცხადებას გაავრცელებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.