მიხეილ დაუშვილი - შეუძლიათ, საარჩევნო ბარიერი 7 პროცენტამდე გაზარდონ, მეტიც რომ იყოს, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 7-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერისთვისაც მზად არიან.
დაუშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება.
„შეუძლიათ, საარჩევნო ბარიერი გაზარდონ და თან 7 პროცენტამდე. ამას მართლა სერიოზულად ვთავაზობთ. ასეთი რაღაც ჩვენს უახლოეს ისტორიას ახსოვს. ჩვენ 7-პროცენტიანი ბარიერისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვართ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება. 7 პროცენტზე მეტიც რომ იყოს, ამაზე არ გვექნება პრობლემა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან თავად გამოწვევები დაუდგებათ“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.