მიხეილ დაუშვილი - შეთქმულებასა და გადატრიალებაზე განცხადება იმდენჯერ მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, სუს-ის განცხადება ახალი პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს
სუს-ის განცხადებას ნდობა რომ გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„იმას თუ მეკითხებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა თუ არა ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება, გიპასუხებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება ყველანაირად უნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი შინაარსის განცხადებას უკვე მერამდენედ ვკითხულობთ. იმისათვის, რომ სუს-ის განცხადებას ნდობა გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები. ნდობა ამის გარეშე ვერ იქნება. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი, ჯერ ასე ჩანს. არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები, რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება. რთულია, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების მიმართ ნდობა გაგიჩნდეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და გადატრიალებაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს. ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ვნახეთ. განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.