მიხეილ დაუშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორის როლი და მათი პოზიციები ყველაზე მნიშვნელოვანია
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორის როლი და მათი პოზიციები ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვის დაასახელებენ, რა იქნება მათი შერჩევის კრიტერიუმები, გასათვალისწინებელია.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს ამ პროცესში მათი სრული ჩართულობა. როცა ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, რაც რამდენიმე კვირის წინ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დაუშვა სამუშაო ჯგუფი, ინკლუზიურობა სწორედ ამაში გამოიხატება. პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა მისცე ყველას და მათი აზრი უნდა იყოს გასათვალისწინებელი, პროცესში ჩართულობა ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.