მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა გარჩევებია და ვინ ვის რატომ ებრძვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, პარტია ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რა გარჩევებია და ვინ ვის რატომ ებრძვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში პირდაპირ ეხმარება.
„ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიცია თანმიმდევრული იქნება, თუმცა ამ დროს ეს ადამიანები „ნაცმოძრაობაში“ ხედავენ შიდა დაპირისპირებას, ოლიგარქიას, არაფორმალურ მმართველობას. როდესაც ხელისუფლებას ოლიგარქიულ მმართველობას ედავები და ამ დროს პარტიის შიგნით დავობ არაფორმალურ მმართველობაზე, ამით, სულ მცირე, ოპოზიციური ამომრჩევლის იმედგაცრუებას იწვევ. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას კი არ უნდა ეხმარებოდნენ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არამედ ორიენტირებული იყვნენ საზოგადოების საჭიროებებზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.