მიხეილ დაუშვილი - მოქალაქეები ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული
მოქალაქეები ხედავენ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული. ცდილობენ, კორუფცია ჩამოირეცხონ, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფცია მოქალაქეებისთვის მიუღებელია.
„„ქართული ოცნება“ ცდილობს, ირაკლი კობახიძისგან ისეთი სახე შეგვიქმნას, თითქოს სუფთა და გამჭვირვალეა. ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციაზე როცა ვსაუბრობთ, ამ დროს, კობახიძე სხვა ქვეყანაში იყო, სხვაგან ცხოვრობდა, სხვაგან საქმიანობდა თუ რას აკეთებდა? პარტიის თავმჯდომარე იყო. გაგიგიათ მისი განცხადება, რომ კორუფცია მიუღებელია? ყველა იმ პროცესში იყო ჩართული, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ღარიბაშვილი რომ კორუფციულ ფულს აგროვებდა, ეს კორუფციული ფული სახლში ხომ არ მიჰქონდა, პარტიისთვისაც ხომ აგროვებდა, რათა შემდეგ ეს თანხა საარჩევნო მიზნებისთვის გამოეყენებინათ. საარჩევნო მიზნებისთვის ფულის ხარჯვას ვინ კურირებდა – მე თუ კობახიძე? ამაზე მეტი არგუმენტი რა გჭირდებათ? „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული წყაროებიდან ზუსტად იცის, რომ კორუფცია ის თემაა, რომელიც მოქალაქეებისთვის მიუღებელია. მოქალაქეები ხედავენ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული. ისინი ცდილობენ, კორუფცია ჩამოირეცხონ, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ. რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ეს ტყუილია“, – განუცხადა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს.