მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, უპირველესად, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება, იმედი გვაქვს, პარტნიორების მხრიდან აქცენტი სწორედ ამაზე გამახვილდება
უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, უპირველესად, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, ევროპელი პარტნიორების მხრიდან აქცენტი სწორედ ამაზე გამახვილდება.
„რა ინფორმაციაც გვაქვს, ვითარება მარტივი არ არის, საკმაოდ მძიმეა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სრულად გაანადგურა ნდობა, რომელიც, ფაქტობრივად, მოსპო. ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები და ევროპელი კოლეგები კარგად ხედავენ, რა არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, უპირველესად, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან აქცენტი სწორედ ამაზე გამახვილდება”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.